სოციალური კაფე “არჩივის” გახსნის ცერემონია

📣🥳2023 წლის 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს, ოზურგეთში გაიმართა ღია სივრცისა და სოციალური კაფე “არჩივის” გახსნის ცერემონია.
✅🧑‍🔧ღია სივრცე გარემონტდა პროექტის „ინკლუზიური მოდერნიზებული ახალგაზრდული ინფრასტრუქტურა ოზურგეთში“ ფარგლებში, რომელიც ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო პარტნიორების თანამშრომლობით განხორციელდა.
🟩პროექტს მოდერაციას უწევდა დანიური ორგანიზაცია „Silba“ და პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფილიალი საქართველოში ადგილობრივ ორგანიზაციებთან, “სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსა” და „პროგრესის სახლთან“ ერთად.
🔶ინიციატივა დაფინანსებულია ახალი დემოკრატიის ფონდის (NDF) და პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის მიერ. ამასთან, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მოიპოვეს დამატებითი დაფინანსება საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობისგან სოციალური კაფეს გასახსნელად, სადაც უკვე დასაქმებულნი არიან ადგილობრივი ახალგაზრდები. ინიციატივა მიზნად ისახავს ოზურგეთში არასაკმარისი ახალგაზრდული ინფრასტრუქტურის გარდაქმნას და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ენერგიული და ინკლუზიური სივრცის შექმნას.
🙋‍♀️🙋‍♂️აღსანიშნავია, რომ თავად ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ სივრცის დაგეგმვასა და დიზაინის შემუშავებაში. Მათი აქტიური ჩართულობით შეიქმნა გარემონტებული და აღჭურვილი გარე სივრცე სცენით, ბუხრით, თავშეყრისა და დამხმარე ოთახებით, რაც ასახავს ახალგაზრდების ხედვასა და კრეატიულობას. სივრცე ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
🇵🇱 🇬🇪 ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შევიტანეთ პროექტში, რომელიც რესურსების კონსოლიდაციისა და საზოგადოების გაძლიერების შთამაგონებელი მაგალითია.
🤝სოლიდარობის ფონდის სახელით მადლობას ვუხდით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ტრანსფორმაციულ ინიციატივაში – ახალგაზრდების სოციალიზაციის, კავშირისა და იდეების კერა. ჩვენ ერთად ვქმნით ინკლუზიურ, აქტიური ახალგაზრდობისა და უსაზღვრო შესაძლებლობების მომავალს.