+995 593 90 43 13 openspaceguria@yahoo.com

კაფე „არჩივი“

ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, მხადაჭერილი იქნა სოციალური კაფე “არჩივი”-ის დაფუძნება/კეთილმოწყობა. აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერიამც თავისი წვლილი შეიტანა კაფეს მხარდაჭერაში და სოციალური მეწარმეობის  მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აღჭურვილობა შეუძინა.

ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ „არჩივი“ არის სოციალური კაფე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოგება მოხმარდება ახალგაზრდების აქტივობების მხადაჭერას და „ღია სივრცე“-ში ახალგაზრდებს კვლავ შეუძლიათ გახდნენ როგორც ახალგაზრდებისკენ მიმართული ღონისძიებების ინიციატორები, ასევე სივრცის ეგიდით მიმდინარე აქტივობების მონაწილეები და მოსარგებლეები.

Translate »