+995 593 90 43 13 openspaceguria@yahoo.com

ღია სივრცე

„ღია სივრცე“ – ადგილი, სადაც ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიკრიბონ, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, ან უბრალოდ, გაერთონ და გაატარონ თავისუფალი დრო, „პროგრესის სახლი“-ს, „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“-ს და „საქართველოს ევროკლუბები“-ს მიერ იქნა დაფუძნებული 2021 წელს. სივრცე განთავსებულია „პროგრესის სახლი“-ს ფართში, რომელიც ასევე კომუნალური გადასახადების დაფარვასა და საოფისე ხარჯების უზრუნველყოფით ეხმარება სივრცეს; პროექტებისათვის თანხების მობილიზაციას „სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო“ უზრუნველყოფს; ხოლო ახალგაზრდების საქმიანობის კოორდინაციას და აქტივობების მხარდაჭერას ახდენს „საქართველოს ევროკლუბები“.

„ღია სივრცეს“ დაფუძნება/განვითარებაში ძალიან ბევრმა ქართველმა ახალგაზრდემბა და ევროპელი მოხლისეებმა შეიტანა საკუთარი წვლილი. პირველი მხარდამჭერი იყო ფონდი „პროდემოსი“, რომლის დახმარებით მოხდა პირველი სართულის კეთილმოწყობა. შემდეგ „სოლიდარობის ფონდი საქართველო“-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო და ადაპტირდა სივრცის გარე პერიმეტრი და მოხდა არსებული ღია ფართის გადახურვა. მნიშვნელოვანია ის გრემოება, რომ ეზოს იერსახე და ფუნქციონალური დატვირთვა თავად ახალგაზრდებმა განსაზღვრეს და შეიმუშავეს.

Translate »